|
2017-03-17 13:31:53, 2189 ნახვა
სამართალი კომენტარი
ხუციშვილი: პოლიცია ბათუმში შეუმჩნევლად პატრულირებდა, ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვიყავით
შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, არასწორია საუბარი იმის თაობაზე, რომ მთელი ბათუმის გადაწვა მიმდინარეობდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოვლენები ერთი კონკრეტული ქუჩის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე განვითარდა და ის მიმართული იყო უშუალოდ პოლიციის წინააღმდეგ. ამასთან, ხუციშვილი ამბობს, რომ მთლიანად ქალაქში პოლიციის მიერ შეუმჩნევლად ხორციელდებოდა პატრულირება და პროცესების ნებისმიერი გზით განვითარებისთვის მზად იყვნენ. „თუ ეს ხალხი გაიშლებოდა და დაიწყებდა სხვა ქუჩებზე გადასვლას. საუბარია, ასევე, ბოლოს რატომ დაშალეს და ა.შ. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭა ადამიანის ჯანმრთელობას, როდესაც გაწმენდა დავიწყეთ ამ ქუჩების, მაშინ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ისევ აგრძელებდნენ იმ საქმიანობას, არავინ თავისი ნებით არ დაშლილა და ისეთი ელფერი აქვს მიცემული თითქოს, პოლიცია ყველა, რომ დაიშალა, შემდეგ მივიდა. ორგანიზებულად იმუშავა პოლიციამ იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა პირი, ვინც აიღებდა პასუხისმგებლობას და ვისთანაც შედგებოდა მოლაპარაკება. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ გვყავს ხოლმე ორგანიზატორები, რომლებსაც ველაპარაკებით და პროცესს ისე ვმართავთ. ეს იყო პირველი გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევას ვუპასუხეთ“,-განაცხადა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)