23:13 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 11:43:39, 2844 ნახვა

მსოფლიო
ჰავაის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის ახალი საიმიგრაციო განკარგულება შეაჩერა

ჰავაის შტატის მოსამართლე დერიკ უოთსონმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახალი საიმიგრაციო განკარგულება 6 მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მოსამართლემ პრეზიდენტის განკარგულება, მის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეაჩერა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დერიკ უოთსონმა უფლებამოსილებას გადააჭარბა. ტრამპი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს. 

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ახალ საიმიგრაციო განკარგულებას აშშ-ში ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 6 ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის დროებით აკრძალვაზე ხელი 6 მარტს მოაწერა. 

პირველ აკრძალვას  ტრამპმა 27 იანვარს მოაწერა ხელი. თავდაპირველ სიაში ერაყიც შედიოდა, თუმცა მოგვიანებით ერაყი ამოღებული იყო სიიდან. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics