|
2017-03-15 20:36:54, 2652 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის 4 მოქალაქეს, მათ შორის FSB-ს ორ ოფიცერს ბრალი წაუყენა
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა yahoo-ს ანგარიშებზე განხორციელებული კიბერშეტევებისთვის რუსეთის 4 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ორ ოფიცერს ბრალი წაუყენა. BBC-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წევრები ჰაკერებთან თანამშრომლობდნენ. აშშ-ს საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არიან: იგორ სუშჩინი, დიმიტრი დოკუჩაევი, კარიმ ბარატოვი და ალექსეი ბელანი. ცნობისთვის, 2016 წლის სექტემბერში Yahoo-ს ხელმძღვანელობამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2014 წელს Yahoo-ს 500 მილიონ ანგარიშზე განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერები იდგნენ.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)