|
2017-03-14 14:47:09, 2107 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი გახსნა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია” კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი მიმდინარეობს. კონგრესი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა და საქართველოში რძის წარმოების პოტენციალზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ პლატფორმის გაჩენა, რომელიც საშუალებას მისცემს ინვესტორებს, რძის მწარმოებლებს, რძის სექტორით დაინტერესებულ პირებს გაცვალონ ინფორმაცია და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. ასევე მნიშვნელოვანია, მწარმოებლებს ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო ტენდენციებსა და ტექნოლოგიებზე, რაც საბოლოოდ დარგობრივი სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას უზრუნველყოფს. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქართული რძის სექტორის განვითარებაში არის ცოდნა და, ამავე დროს, კეთილსაიმედო გარემო ვეტერინარული თვალსაზრისით, რაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს და პროგრესი თვალსაჩინოა. საქართველოში ხორციელდება ბრუცელოზის ელიმინაციის პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული რძე იქნება საიმედო და დააკმაყოფილებს სტანდარტს. საბოლოოდ, ყოველივე ეს, ევროპასთან დაახლოების ფარგლებში, მოგვცემს საშუალებას, რომ მივუახლოვდეთ ევროკავშირის მოთხოვნებს. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე პროგრამას, რაც გულისხმობს რძის საკონსოლიდაციო ცენტრების დახმარებას, მათ აღჭურვას და მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ფერმერებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ჩვენ ვგეგმავთ ახალი პროგრამის დაწყებას, რომელიც მაღალმთიანი მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რძის კონგრესის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელმძღვანელ პირებთან. კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი წარმოადგენს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივ ინიციატივას, რომელიც ხორციელდება „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მთავარი კომპონენტია რძის სექტორში დასაქმებული ქართველი ფერმერებისთვის სწავლება და ცოდნის გადაცემა. კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული რძის ბიზნესის გლობალურ ტენდენციებზე, უახლოეს ტექნოლოგიებზე და საბაზრო ინფორმაციის ინსტრუმენტებზე. ღონისძიებაში მონაწილეობს 250 მონაწილე, მათ შორის, მერძევე კომერციული ფერმერები, გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და სხვა აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებიდან, პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლები. (NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)