17:42 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 13:52:23, 824 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის 22 ოლქში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად 35-დან 12 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი უკვე აირჩიეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" დე ფაქტო ცესკო-ზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  22 ოლქში "არჩევნების" მეორე ტური გაიმართება. დარჩენილ 1 ოლქში კი დაბალი აქტივობის გამო, განმეორებითი "არჩევნები"  2 თვის შემდეგ ჩატარდება.

ე.წ არჩევნებს მონიტორინგს  "საერთაშორისო დამკვირვებლები" უწევდნენ, რომლებიც ძირითადად, რუსეთიდან, ბელარუსიდან, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, ასევე მთიანი ყარბაღიდან იყვნენ. მათი თქმით, პროცესზე დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა ეს შედეგებზე გავლენას არ იქონიებს. 

სააგენტოს ცნობით, იმ ოლქებში, სადაც გამარჯვების კანდიდატის გამოვლენა ვერ მოხერხდა, "არჩევნების" მეორე ტური 2 კვირაში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics