|
2015-04-03 14:43:47, 662 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: ვერ ვიტყვი, არის თუ არა პოლიტიკური მოტივები ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით
"ვერ ვირტყვი არის თუ არა პოლიტიკური მოტივები ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, თუმცა გრიფის თაობაზე თავიდანვე კითხვებს ვსვამდი, რაც გაითვალისწინეს",-ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აუციელებლია, რომ სასამართლო პროცესების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი იყოს. "კაბელების საქმეში თავიდანვე ვიკითხე, რატომ ჰქონდა გრიფი ამ საქმეს. რაც პრინციპში გათვალისწინებული იქნა დეკემბერში და საქმის დიდ ნაწილს გრიფი მოეხსნა. დანარჩენი ვფქირობ, სასამართლო პროცესზე გამოჩნდება.მთავარია, რომ პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს, სასამართლო იყოს ღია და გამჭვირვალე და საზოგადოებას პასუხი გაეცეს იმ კითხვებზე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. ვერ ვიტყვი და და ვერ შევაფასებ არის თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული, თუმცა მე კითხვებს ვსვამდი, რატომ იყო თავიდანვე გრიფი დადებული ამ საქმეზე",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)