01:54 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 21:59:08, 2473 ნახვა

სამართალი
ზურაბიშვილი: სტრასბურგის სასამართლომ რ2-ის საქმესთან დაკავშირებით მიიღო ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება

სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით მიიღო ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი, დავით ზურაბიშვილი, ევროსასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას.

მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება აისახება არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მომავლაში ასახავს, რომ ეს პროცესი არის პოლიტიკური და არანაირი ქონებრივი დავა არ მიმდინარეობდა.

„აქ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ, პირველ რიგში, უნდა გამოიტანოს დასკვნები, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და მონახოს რაღაცნაირად, სანამ ეს სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს განაჩენს და ვერდიქტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერდიქტი იქნება ისეთი, რომ აქ სწორედაც რომ პოლიტიკური პროცესია და სწორედაც, რომ ხელისუფლება ქონებრივი დავის საბაბით ცდილობდა, წაერთმია ტელევიზია მეპატრონეებისთვის, რათა დაექვემდებარებინა თავისი ინტერესებისთვის“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.  

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics