22:40 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-05 15:31:28, 2752 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის მთავრობამ იაცეკ სარიუშ- ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა

პოლონეთის მთავრობამ ევროპარლამენტის დეპუტატი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკის შემცვლელად ოფიციალურად წარადგინა. 

იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ Twitter-ზე დაადასტურა ინფორმაცია ტუსკის ნაცვლად მისი კანდიდატურის წარდგენაზე და ტუსკის მიუღებლობა იმით ახსნა, რომ მხარს არ უჭერს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ითხოვენ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნებმა ევროპული საბჭოს ახალი თავმჯდომარე გაზაფხულზე უნდა აირჩიონ.

 შეგახსენებთ, იაცეკ-სარიუშ ვოლსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გააკეთა. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მან ოფიციალური თბილისი გააკრიტიკა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების ამოქმედების შეჩერების ინიციატივით გამოვიდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics