|
2017-03-04 15:39:56, 1024 ნახვა
რეგიონი
კოკოითი საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირეს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ედუარდ კოკოითი საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა, - ამის შესახებ სააგენტო Interfax-ი იუწყება. როგორც ე.წ ცესკოს თავმჯდომარე ქრისტინა ავლოხოვმა აღნიშნა, კოკოითი მუდმივობის შესახებ დაწესებულ ცენზს არ აკმაყოფილებს. „სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უარი ეთქვას კოკოითის რეგისტრაციაზე, რადგანაც ის საცხოვრებელი ადგილის მუდმივობის შესახებ დაწესებულ ცენზს არ აკმაყოფილებს“, - განაცხადა ქრისტინა ავლოხოვამ. მედია საშუალების ინფორმაციით, კოკოითისთვის ცესკოს არგუმენტები მიუღებელია. ცხინვალის ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა "უშიშროების სამსახურისა" და "შინაგან საქმეთა მინისტრები" ე.წ საარჩევნო კომისიისთვის არასწორი მონაცემების მიწოდებაში დაადანაშაულა და მათი გადადგომა მოითხოვა. ამასთან კოკოითი „საყოველთაო შეკრების“ ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, სადაც წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარება უნდა განხილულიყო, თუმცა ცხინვალის დე ფაქტო მერიამ კოკოითის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ედუარდ კოკოითს ე.წ ცესკო მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ კანონის დარღვევაში ედავება, რადგანაც ის დროის დიდ ნაწილს მოსკოვსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ატარებდა. არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)