01:15 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 17:30:48, 2284 ნახვა

სამართალი
უცხოური მედია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით არსებულ დავას წერტილი დაუსვა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილის 60% გადასცა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანიის დარჩენილი 40% წილი ასევე ქიბარ ხალვაშს, კერძოდ კი, მის საკუთრებაში არსებულ კომპანია "პანორამას" გადაეცა.

BBC-ის ცნობით, "რუსთავი 2' პოპულარული ტელეარხია, რომელიც ხელისუფლებისადმი დიდი კრიტიკით გამოირჩევა. მაღალჩინოსნები ხშირად ბრალს სდებდნენ "რუსთავი 2"-ს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების დაცვაში.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და ქვეყნის ფარგლებში გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამასთან, ტელეკომპანიის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას არ იღებს, არამედ ადგენს, იყო თუ არა დარღვეული სასამართლო პროცედურა და ასე შემდეგ.

მედიის ცნობით, "რუსთავი 2" 1994 წელს შეიქმნა. ტელეკომპანიამ ვარდების რევოლუციის დროს დიდი როლი ითამაშა და მას "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას" უწოდებდნენ. რევოლუციის შემდეგ, ტელეკომპანია, რომელიც ცნობილი იყო ხმამაღალი რეპორტაჟებით, არაერთხელ გამხდარა ბრალდებების ობიექტი. კერძოდ "რუსთავი 2" იმ დროინდელი მთავრობის მიერ  მართულად თვლიდნენ. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ტელეკომპანიამ მოქმედი ხელისუფლების ("ქართული ოცნების") კრიტიკა დაიწყო.

ცნობისთვის, BBC-ის გარდა "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას რამდენიმე გავლენიანი უცხოური მედია საშუალება გამოეხმაურა, როგორებიცაა: Associated Press, Herald, Reuters.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics