|
2017-03-03 15:27:18, 2181 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი „რუსთავი2“-ზე: პროცესი პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად, თავიდანვე პოლიტიზირებული გახდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა. მარგველაშვილის განცხადებით, „რუსთავი2“, ისევე როგორც ნებისმიერი მედია, არა უბრალოდ ბიზნესი, არამედ კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობაა, რაც დემოკრატიული საზოგადოებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: „პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა. 2015 წელს მაშინდელი პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან ჩვენ ფაქტობრივად დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე. მაშინ მე დამჭირდა ძალიან მკაფიო განცხადებების გაკეთება, რათა პროცესი ქუჩიდან და სამოქალაქო დაპირისპირებიდან გადმომეყვანა მოლაპარაკებების რეჟიმში. მას შემდეგ, პოლიტიკოსების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად პროცესის პოლიტიზირებას ახორციელებდა. არ ვეხები რა კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას, მინდა, ნათლად ვუთხრა საზოგადოებას, რომ „რუსთავი2“ არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე როგორც ნებისმიერი მედია არ არის უბრალოდ ბიზნესი და ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივი, პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირება კი დემოკრატიული საზოგადოებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
საია: ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)