|
2017-03-03 14:00:15, 2360 ნახვა
სამართალი
20 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. 20 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული, რომ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას აზიანებს. „შეშფოთებას გამოვთქვამთ 2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის წილების მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა” (40%). როგორც სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); მწვანე ალტერნატივა; კავშირი „საფარი“; მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს გაერო-ს ასოციაცია; სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, ხმა საქართველოდან; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); „საზოგადოება და ბანკები“; კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)