|
2015-01-13 11:14:17, 2351 ნახვა
სამართალი
შსს-მ რამდენიმე ვებგვერდზე უკანონო შეღწევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად კიბერდანაშაულის ჩადენის ფაქტზე ქალაქ რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული დავით შ. ამხილეს. უწყების ინფორმაციით, დავით შ-მ სხვადასხვა დროს, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით უკანონოდ შეაღწია და ცრუ ინფორმაცია განათავსა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ასევე საინფორმაციო სააგენტო ,,სამოქალაქო პრესის“ ვებგვერდებზე – http://szs.gov.ge, http://moa.gov.ge, http://cp.ge. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ უკანონოდ შეაღწია: droni.ge-ს, news.ge-ს, newpress.ge-ს, guria.gov.ge-ს, dea.ge-ს და ipn.ge-ს ვებგვერდებზე. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ სამართალდამცავებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დავით შ-ს საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)