22:40 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 11:21:32, 2736 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტის და ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინისთვის ვიზების გაუქმებაზე შეთანხმდნენ

ევროპარლამენტის და ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინელებისთვის ვიზების გაუქმებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Korespondent.net იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შეთანხმება ევროპარლამენტის კომიტეტმა, ევროპარლამენტმა და შემდეგ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. 

როდესაც ცვლილებები ძალაში შევა, ბიომეტრიული პასპორტების მფლობელი უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილებას 90 დღით 180-დღიან პერიოდში საქმიანი, ტურისტული ან საოჯახო ვიზიტებით შეძლებენ. უვიზო რეჟიმი არ გულისხმობს სამუშაო ვიზას, ასევე არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე.   

ამასთან, აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ფოროშენკომ შეთანხმებას, ფორმალური მაგრამ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. 

"მივესალმები რადა-ევროკომისია-ევროპარლამენტის ტრიალოგის დასრულებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე", - წერს პოროშენკო.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა სიტყვა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოზეა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics