|
2017-02-28 12:32:02, 2276 ნახვა
ეკონომიკა
„პაშა ბანკი“ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური HR ღონისძიების HR Reborn-ის პარტნიორია
1-2 მარტს კომპანია HR hub-ის ორგანიზებით, რომელიც 400-მდე კერძო და საჯარო სექტორის HR მენეჯერს აერთიანებს, თბილისის ტექნოპარკში კავკასიაში ყველაზე მასშტაბური ტრენინგი HR Reborn გაიმართება. ღონისძიების პარტნიორია პაშა ბანკი, ჯეოსელი, იმედი L და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ორდღიანი ტრენინგი განკუთვნილია HR მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის. ტრენინგის მთავარი თემაა თანამშრომლების მოზიდვა - შენარჩუნება სოციალური მედიის გამოყენებით და მინიმალური დანახარჯებით. აქ ასევე საუბარი იქნება თანამშრომლების მოტივაციისა და გუნდის შექმნის თანამედროვე მიდგომებზე. ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი კრის პერკსი და Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პიტ ჯენკინსი. აღსანიშნავია, რომ კრის პერკსს ციფრული მარკეტინგის გამოყენების კუთხით უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Google, Nestle, L’Oréal, Pepsi, Carlsberg. „პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს. დაარსების დღიდან ბანკი აქტიურად უჭერს მხარს პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებს და HR Reborn-თან პარტნიორობაც ამ მიმართულების ნაწილია. ვფიქრობთ, აღნიშნული ტრენინგი დადებითად წაადგება დამსწრეებს და აქ მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოიყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში“, - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა. „მსგავსი ტიპის ღონისძიებები, როგორიც HR Reborn-ია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტარდება. ეს ინოვაციური პროექტია, რომლის მიმართაც ინტერესი საკმაოდ მაღალია რეგიონში. ტრენინგს დაესწრებიან პროფესიონალები სხვა ქვეყნებიდანაც, რაც ქვეყნის იმიჯზე დადებითად აისახება. მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკმა პროექტის გაცნობისთანავე აქტიურად დაგვიჭირა მხარი.“ - განაცხადა ანა ნავდარაშვილმა, HR Hub-ის დამფუძნებელმა.
(R)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)