|
2017-02-27 11:28:33, 2269 ნახვა
სამართალი
ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს
ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურორები და დეკანოზის ადვოკატი დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. როგორც საქმის პროკურორმა ჯაჯრჯი წიკლაურმა აღნიშნა, დეკანოზს ჩვენების მიცემა რამდენჯერმე სთხოვეს, თუმცა მისგან უარი მიიღეს. მისივე თქმით, ბრალდებულის გამოკითხვა ადვოკატებსაც შეეძლოთ. „ამ თემაზე ხელოვნურია აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ დაკითხვა და აბსურდული ეჭვები, რომ შაბათ-კვირას რაიმე ზეწოლა მოხდებოდა ბრალდებულზე, ეს არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ისინი ამ თემაზე უბრალოდ სპეკულირებენ. ეს არის უბრალოდ სპეკულაცია მათი მხრიდან, ვინაიდან, ყოველდღიურად, მასმედიით სიცრუის ტირაჟირების გარდა მათ სხვა პროცესუალური შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ბრალდებული ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზებს იმიზეზებდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდი ჰქონდა, ერთხელ არცკი შეგვხვდა. რადგან, როგორც ჩანს, ეს არის მათი ჩვეული ფორმა საქმიანობის. მაშინ როდესაც, ჩვენ გვქონდა ექიმის თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება. ეს იყო უბრალოდ მიზეზები, რატომაც ყოველ ჯერზე იგი უარს გვეუბნებოდა. ასე რომ, მითითებები, რომ ჩვენ რაღაცას ვაჭიანურებთ, ეს არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან. თუ ადვოკატისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენება, მას თავად შეეძლო გამოეკითხა ბრალდებული და ჩვენება წარედგინა გამოძიებისთვის“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. პროკურორის განმარტებით, დაცვის მხარის განცხადებები, რომ თითქოსდა პროკურატურა აჭიანურებს გამოძიებას, მიზანმიმართული სპეკულაცია.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)