|
2017-02-25 17:45:09, 2191 ნახვა
სამართალი
პროკურორის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება
„დეკანოზი გიორგი მამალაძე ორშაბათს დაიკითხება“, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. მან დეკანოზის ადვოკატის ბრალდებებ უპასუხა და აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძე დაკავების შემდეგ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. „დაკავების შემდეგ მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე.გარდა ამისა, მივმართეთ, რომ ექსპერტიზისთვის მოეცა ნიმუშები. 14 თებერვალს შევთავაზეთ, ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და დეენემის ნიმუშები, რაზეც კვლავ უარი მივიღეთ. ამის შემდეგ, განჩინების საფუძველზე, კვლავ შევთავაზეთ, თუმცა ამ ჯერზეც, მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა მიზეზად და კვლავ უარი განაცხადა, რომ ნიმუშები გაეცა. რეალურად, ჩვენ ექიმის თანხმობა გვქონდა, რომ მას თავისუფლად შეეძლო, მონაწილეობა მიეღო საპროცესო მოქმედებაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვოკატებისა და ბრალდებულის განცხადებები, რომ ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, ეს არის მათი მხრიდან სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ 24 თებერვალს კვლავ მივმართეთ ბრალდებულს ნიმუშების ასაღებად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მისი ვალდებულება, რაც შეეხება მის დაკითხავს, იგი ორშაბათს დაიკითხება. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მას ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამალაძეს ოფიციალურად ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)