|
2015-04-01 21:49:39, 965 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის მერია მომსახურე ბანკის შესარჩევად კონკურსს აცხადებს
თბილისის მერია მომსახურე ბანკის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, კონკურსი 15 აპრილს, 15:00 საათზე მერიის ადმინისტრაციული შენობაში ჩატარდება. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 31 მარტის N13.02.347 განკარგულებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ეროვნული ვალუტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთზე მაღალი საპროცენტო სარგებლის მიღების, ანგარიშების მართვისა და ოპერაციების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვისა და სხვა ოპერაციების შეუფერხებელი და ხარისხიანი მომსახურების განხორციელების მიზნით, გამოცხადდა მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსი. ამავე განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისია და დამტკიცდა მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი. კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 15 აპრილს 15:00 საათზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობაში, მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7, მე-20 სართული. კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2015 წლის 2 აპრილიდან 2015 წლის 14 აპრილის 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7, მე-12 სართული, ოთახი N9, ტელ: 032 237 82 57 ან/და 032 237 81 56. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ თადართულ ბმულზე”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)