|
2017-02-25 15:19:37, 2190 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ის ამ თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც მოქმედი ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი, პოსტს დატოვებს. ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია, მუშაობს. როგორც კონფიდენციალური წყარო საქართველოს საპატრიარქოდან რუსთავი2-ს უყვება, სოსო ოხანაშვილის შემცვლელი პატრიარქს თავად დაცვის წევრებმა შესთავაზეს და ახალი ხელმძღვანელი მათივე რიგებიდან აირჩიეს, რის შემდეგაც ისინი უწმინდესმა დალოცა. წყაროს ცნობით, სოსო ოხანაშვილი თანამდებობაზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს. უახლოეს მომავალში გადაბარების პროცესი დაიწყება და ოხანაშვილი პოსტის დატოვებას მხოლოდ გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)