|
2017-02-25 14:27:43, 1729 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კოჯორში იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილი მეომრები გაიხსენა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დღეს იმ ღირსეული ადამიანების მოგონების დღეა, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად გასწირეს თავი. „დღევანდელი დღე იმ ღირსეული ადამიანების მოგონების დღეა, ვინც თავი იმ ყველაფერს შესწირა, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის შემდგომი განვითარება, თავისუფლება ჰქვია. ისინი იბრძოდნენ, რათა მტერი არ შემოსულიყო ქალაქში და დაეცვათ ჩვენი ქვეყანა. თითოეული ჩვენთაგანის ვალია, გავიხსენოთ ეს ღირსეული ადამიანები, ყოველწლიურად ამოვიდეთ აქ, ამ ადგილას, სადაც ისინი იბრძოდნენ და პატივი მივაგოთ მათ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერთან ერთად, მემორიალი ყვავილებით, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ და საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა შეამკეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)