|
2017-02-25 10:24:22, 1461 ნახვა
საზოგადოება
„ძალა ნდობას“ - შს სამინისტრო სოციალურ კამპანიას აგრძელებს
შს სამინისტროს წარმომადგენლებმა, სოციალური კამპანიის - „ძალა ნდობას“ ფარგლებში, თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე საინფორმაციო გაკვეთილი ჩაუტარეს. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა ძალადობის სხვადასხვა ფორმის და მისი პრევენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ სერვისებს გაეცნენ. შსს-ს წარმომადგენელი მაკა ფერაძე უფროსკლასელებს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. შს სამინისტრო სოციალურ კამპანიას - „ძალა ნდობას“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. კამპანიის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)