|
2017-02-25 09:21:47, 1397 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს არქივმა საბჭოთა ოკუპაციის თემაზე მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა
შსს-ს არქივმა ბათუმში საქართველოს გასაბჭოების თემაზე მომზადებული წიგნის - „საქართველოს ოკუპაცია, ბოლშევიკური ინტერპრეტაციები (1921)“ - პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიეძღვნა. წიგნში თავმოყრილია შსს-ს არქივში დაცული, საქართველოს გასაბჭოების ამსახველი მასალები - რუსი სამხედრო მოსამსახურეების ჩანაწერები საქართველოს ოკუპაციისა და ქვეყანაში გატარებული პერიოდის შესახებ. გამოცემა მკვლევარებსა და მკითხველთა ფართო წრეს იმ ისტორიული ფონის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც საქართველოს გასაბჭოების დროს არსებობდა. აღნიშნული წიგნის მეშვეობით, შსს-ს არქივის ფონდებში დაცული უნიკალური საარქივო მასალა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა. პრეზენტაციაზე საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ამსახველი გამოფენა და შსს-ს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „1921“ ჩვენება მოეწყო. ღონისძიებას შსს-ს აკადემიის და შსს-ს არქივის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)