|
2017-02-24 11:46:12, 4079 ნახვა
კულტურა
ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია ქეთევან ბოჭორიშვილს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე ევროვიზიის სამუშაო ჯგუფმა ევროვიზია 2017-ის დეტალები, საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და საბავშვო ევროვიზიის კონკურსის ჩატარების ადგილის შესახებ იმსჯელეს. ,,ჩვენ ძალიან საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ. როგორ შეიძლება შემდგომში გეგმის თანახმად ვიმოქმედოთ. ძალიან კარგია, რომ ეკონომიკის სამინისტროს საქართველოში ქვეყანაში კონკურსის ჩასატარებლად დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. როდესაც მსგავს გრანდიოზულ ღონისძიებას მართავ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ყველა მხრიდან მხარდაჭერას გრძნობდე“, - განაცხადა ევროპის მაუწყებელთა კავშირის სუპერვაიზერმა ჯონ ოლაფენდმა. საქართველო კონკურსის გამარჯვებული სამჯერ იყო. საბავშვო ევროვიზია საქართველოში პროექტ ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში ნოემბერში ჩატარდება. კონკურსს ყოველწლიურად მსოფლიოს ათობით ქვეყნის მილიონობით ტელემაყურებელი ადევნებს თვალყურს. ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროვიზია საშუალებას მოგვცემს, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში. რაც შედეგობრივად აისახება საერთაშორისო ვიზიტორების შემოდინებაზე და, ზოგადად, ტურიზმის განვითარებაზე, რაც მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ,,რატომ არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მსგავსი ღონისძიებების ჩატარება? ეს არის დამატებითი ცნობადობა ჩვენი ქვეყნისათვის. ევროვიზიას პირდაპირ ეთერში მილიონობით ადამიანი უყურებს. დაახლოებით 4 მილიონი ოჯახი, რაც საშუალოდ 20 მილიონი ადამიანია. დვალს ადევნებენ სწორედ ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი გაიგონ ჩვენი ქვეყნის შესახებ და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ“, - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კონკურსის ფარგლებში საქართველოს სტუმრები ათეულობით ქვეყნიდან ეწვევა. მათ შორის ჟურნალისტების საკმაოდ დიდი კორპუსი, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.
(NS)
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)