|
2017-02-23 21:55:19, 1651 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: მამა მიქაელის თანამდებობის დატოვება არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც მას ნიშნავს
მამა მიქაელის თანამდებობის დატოვება არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც მას ნიშნავს, - ამის შესახებ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, ამ თანამდებობაზე ბოტკოველი ილია მეორემ დანიშნა და სწორედ მასვე შეუძლია მისი გადაყენება. ის იმედს გამოთქვამს, რომ ბოტკოველი პატრიარქის ნება-სურვილს დაემორჩილება. "მამა მიქაელ ბოტკოველის თანამდებობა გახლავთ კონკორდატის თანამდებობა. მამა მიქაელის თანამდებობის დატოვება არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც მას ნიშნავს. ეს არის მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მე როგორც ვიცი, მამა მიქაელს მისი ეს ემოციური გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია მის უწმინდესობასთან, ამიტომ დაველოდოთ. ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და მჯერა, რომ მიქაელ ბოტკოველი მის ნება-სურვილს დაემორჩილება”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)