|
2017-02-23 18:44:17, 1552 ნახვა
საზოგადოება
მამა დავით შარაშენიძე ოხანაშვილზე: მისი გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური
მისი გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური, სიცრუეში ბრალის დადება და ცილისწამება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისადმი, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ პატრიარქის პირადი დაცვის უფროსზე, სოსო ოხანაშვილზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მამა მიქაელ ბოტკოველმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ თვითონ არ ჰყავდა ნანახი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში და არ უთქვამს, თუ რა პოზიციას იკავებს ის დღეს. მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, აგრძელებს თუ არა ოხანაშვილი სამსახურს საპატრიარქოში. "სოსო ოხანაშვილმა მამა მიქაელ ბოტკოველს სიცრუეში დასდო ბრალი. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. მამა მიქაელმა ცალსახად გააკეთა განცხადება, რომ მას თვითონ არ ჰყავდა ნანახი საპატრიარქოში სოსო ოხანაშვილი და იქ არ იყო საუბარი თუ რა პოზიციას იკავებს დღეს და აგრძელებს თუ არა სამსახურს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური, სიცრუეში ბრალის დადება და ცილისწამება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისადმი. ეს არის სამწუხარო ფაქტი. ეს არის საპატრიარქოს პოზიცია. უახლოეს მომავალში იქნება სრულიად ცალსახა პოზიცია, აგრძელებს თუ არა ის [სოსო ოხანაშვილი] თავის სამსახურს საპატრიარქოში”, - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)