|
2017-02-23 18:03:48, 1285 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქის დაცვის უფროსი თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მამა მიქაელ ბოტკოველმა დღეს „იცრუა“, როდესაც თქვა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი საპატრიარქოში ილია მეორის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ არ უნახავს. „უპირველეს ყოვლისა, მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან, მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებს ჩემს მოვალეობას“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს გამართოს ბრიფინგი, სადაც მისი თქმით, საზოგადოებას საკუთარ გადაწყვეტილებას გააცნობს. შეგახსენებთ, მამა მიქაელ ბოტკოველმა დღეს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ილია მეორე საქართველოში დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)