|
2017-02-23 17:44:49, 1352 ნახვა
საზოგადოება
მეუფე დიმიტრის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის დაცვის სამსახურის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მეუფემ „TV პირველს“ განუცხადა. „მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მგონი გადადგა. არ ვარ თბილისში, მოვდივარ ახლა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მთელი შემადგენლობით მოხდა დაცვის სამსახურის შეცვლა“,-განაცხადა მეუფე დიმიტრიმ. სოსო ოხანიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მედიის წარმომადგენლებმა დღეს საპატრიარქოს მდივან მამა მიქაელ ბოტკოველსაც მიმართეს. ბოტკოველმა კითხვას არ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ილია მეორე სამშობლოში დაბრუნდა, ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)