|
2017-02-23 14:04:32, 1166 ნახვა
საზოგადოება
საბერძნეთის დელეგაციამ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი დაათვალიერა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის მინისტრი ოლგა იეროვასილი და ამავე სამინისტროს კაბინეტის უფროსი იოანა პაპამიჰაილი სტუმრობდნენ. საგამოფენო პავილიონში სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნულ არქივში დაცული, ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი მასალა, მათ შორის, ისტორიული დოკუმენტები; ქართულად თარგმნილი ბერძნული სამართალი, რომელიც ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნშია შესული; დოკუმენტები საქართველოში ბერძნების ცხოვრების შესახებ; ორმხრივი ვიზიტების ამსახველი ფოტო და კინოდოკუმენტები. საბერძნეთის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად ჩამოვიდა. ვიზიტი გასულ წელს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე დაიგეგმა. დელეგაციას ახლდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში საბერძნეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლაოს პიპერიგოსი და საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი. ცნობისთვის, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით აშენდა და 2016 წლის 19 ივლისს გაიხსნა. პავილიონის ფუნქციაა, საზოგადოებას ფართომასშტაბიანი გამოფენებისა და ღონისძიებების მეშვეობით წარუდგინოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი და მდიდარი მასალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)