23:27 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 09:42:06, 2501 ნახვა

სამართალი
ადვოკატები პროკურატურას დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ბრალდებულის დაკითხვის მოთხოვნით დღეს მთავარ პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართავენ.

უფლებადამცველების განცხადებით, დეკანოზი მზად არის ჩვენება მისცეს, რის შემდეგაც მათივე თქმით, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

„მამა გიორგი გამოძიებას დეტალურად მისცემს ჩვენებას თუ ვისგან რატომ, რისთვის, როდის აღმოჩნდა მის საცხოვრებელ ბინაში აღნიშნული იარაღი. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, თუ საშუალება ეძლევათ ბრალდების მხარის მოწმეებს და საპატრიარქოში მისვლა და გარკვეული ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ, მაშინ რატომ არ გვაქვს ჩვენ ეს უფლება და რატომ გვაქვს ჩამორთმეული. რა რეკომენდაციებს აძლევენ ამის საწინააღმდეგოდ,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმედღიანი მკურნალობისა და გამოკვლევების შემდეგ ჩაფიძის კლინიკიდან გუშინ ისევ ე.წ.  მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics