|
2017-02-22 22:55:14, 1787 ნახვა
საზოგადოება
„ბილაინი“ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას ეხმაურება
კომპანია "ბილაინი" პარლამენტში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანია მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი რომელიც დაკომპლექტდება ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლით და მოხდება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა საკითხებზე საბოლოო პოზიციების შეჯერება-შეთანხმება. "საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ავტორიზებული პირების , რომლებსაც უშაულოდ შეეხებათ ასამოქმედებლი კანონპროექტი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს ახალი რეგულაციების და ვალდებულებების შემოღებას ყველა ავტორიზებული პირებისთვის,რაც მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის საქმიანობაზე, ვალდებულებებზე, ასევე ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზეც. აქედან გამომდინარე ბილაინს მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი რომელიც დაკომპლექტდება ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლით და მოხდება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა საკითხებზე საბოლოო პოზიციების შეჯერება-შეთანხმება", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)