|
2017-02-22 19:10:13, 1449 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს
თბილისში, მეტრო "300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც "ექსპრენიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ადგილზე 1992 წელს დაბადებული პირი დააკავა. ”თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ ერთ-ერთ ნასვამ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდეს მართლწესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს - უბნის ინსპექტორ გამომძიებელს - ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ ადგილზე დააკავა 1992 წელს დაბადებული შ.თ", - განუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ექსპრესნიუსს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)