|
2017-02-21 16:46:57, 1369 ნახვა
საზოგადოება
შალვა ხუციშვილი: საერთო ავარიების 20% მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოდის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონრპექტზე მსჯელობენ. როგორც კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ასახული ინიციატივა, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებდა, იმით იყო განპირობებული, რომ ბოლო ხუთწლიან დინამიკაში, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი განუხრელად არის გაზრდილი. ხუციშვილის განმარტებით, მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობის გათანაბრების საფრთხე შეიქმნა, რაც საერთო უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება. "აღნიშნული საფრთხე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გაძვირებისკენ გადადგმული ნაბიჯებით მოიხსნა, რის გამოც, მათი იმპორტის აკრძალვა დღის წესრიგში აღარ დგას. საერთო ავარიების 20% მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოდის. ამ შემთხვევების უმრავლესობა მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლების ბრალეულობით არის გამოწვეული, თუმცა ავარიის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო სიჩქარის გადაჭარბება, ღერძულა ხაზის გადაკვეთა ან მძღოლის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა“, - განაცხადა ხუციშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული კანონპროექტიდან იმ მუხლს ამოიღებენ, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტს კრძალავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)