|
2017-02-21 16:14:50, 1224 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პირველი კონსტიტუცია 96 წლის გახდა
საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 96 წელი გავიდა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოქალაქეებს ეს თარიღი მიულოცა. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება, რაც ხაზს უსვამს საქართველოს მდიდარ სამართლებრივ ტრადიციებს. „დღეს 96 წელი შესრულდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპაციის გამო 1921 წლის კონსტიტუციამ მხოლოდ რამდენიმე დღე იმოქმედა, განუზომლად დიდია ამ სამართლებრივი დოკუმენტის როლი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში. ჩვენ ვამაყობთ, რომ 1921 წლის 21 თებერვალს მივიღეთ ისეთი უზენაესი კანონი, რომელიც მაშინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება, რაც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მდიდარ სამართლებრივ ტრადიციებს. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)