|
2017-02-21 15:24:41, 995 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის 2015 წლის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დევნილთა სამინისტროს მიმართ სახალხო დამცველის რეკომენდაციები ყოველწლიურად მცირდება. „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დევნილთა სამინისტროს მიმართ სახალხო დამცველის რეკომენდაციები ყოველწლიურად მცირდება. ეს გამოწვეულია ნაყოფიერი მუშაობითა და გამჭვირვალე პროცესით, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს სამინისტროში. დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილების მიღებაში მაქსიმალურად არის ჩართული ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის სახალხო დამცველის ოფისი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა. შ. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც არსებობს ეს სამინისტრო და ალბათ ამის ერთ-ერთი საზომი არის ის, თუ როგორ ფასდება ჩვენი მუშაობა სახალხო დამცველის მიერ. როგორც გითხარით სახალხო დამცველის რეკომენდაციები ყოველწლიურად მცირდება და იმ ხარისხის და სიმძიმის აღარ არის, რაც ადრე იყო. რეკომენდაციებს რაც შეეხება, საუბარია კრიტერიუმების დახვეწაზე, რომლითაც ხდება ბინების განაწილება და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაწევა. ჩვენ სახალხო დამცველის ოფისსა და არასამთავრობო სექტორთან ერთად შევიმუშავეთ კრიტერიუმები და ყველა რეკომენდაცია, 4 რეკომენდაციაზეა საუბარი, პრაქტიკულად არის შესრულებული“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)