|
2017-02-21 12:49:48, 1263 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ღვინის ახალი მაღაზია გაიხსნა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანიის „ღვინის სამშობლო" მაღაზიის გახსნას დაესწრო. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კომპანია მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ორიენტირებულია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლისთვის სწორად მიწოდებაზე. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაღაზიის გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, თბილისის ისტორიულ უბანში ასეთი ობიექტის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის ქართული ღვინის კულტურის გაცნობის, ასევე ზოგადად, ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლების კუთხით. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ მაღაზიის ვიზიტორებს ღვინის სპეციალისტები და პროფესიონალი სომელიეები მოემსახურებიან. ამასთან, კომპანიის “ღვინის სამშობლო“ დამფუძნებელის, აკაკი ზერეკიძის თქმით, კომპანია გორის მუნიციპალიტეტში ახლად გაშენებულ ვენახებს ფლობს. პირველ მოსავალს კომპანია მომავალ წელს ელოდება. მომავალ წელსვე იგეგმება ღვინის წარმოების დაწყებაც. პროდუქციის რეალიზაციას „ღვინის სამშობლო“ აღნიშნული მაღაზიის გარდა, ადგილობრივ ბაზარზე და საზღვარგარეთ გეგმავს. ახალი მარაზიის გახსნას ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი ესწრებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)