|
2017-02-20 22:50:29, 1250 ნახვა
საზოგადოება
გაერო-ში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. The New York Post-ის ცნობით, დიპლომატი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის რუსეთის საელჩოს შენობაში იყო, როდესაც ადგილობრივი დროით 9:30 საათზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ელჩი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცნობისთვის, ჩურკინი გაეროში რუსეთის წარმომადგენლობას 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა. ვიტალი ჩურკინის დიპლომატიური კარიერა 1974 წელს იწყება. 1992 წელს ის გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 1994-1998 წლებში მუშაობდა ელჩად ბელგიაში და ნატოში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლად. 2006 წლიდან იყო რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმოადგენელი გაეროში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)