|
2017-02-20 18:44:12, 1472 ნახვა
საზოგადოება
ექიმი: მამა გიორგი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა საჭიროა მისი სტაციონარში გადაყვანა
„მამა გიორგი მამალაძე თავს უკეთ გრძნობს, თუმცა საჭიროა მისი სტაციონარში გადაყვანა“,-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ექიმმა ზაზა ლაზარაშვილმა განაცხადა. "ჩატარდა კონსილიუმი, დაიგეგმა ზოგიერთი სპეციფიკური გამოკვლევა, რომლის ჩატარებაც შესაძლოა სხვა კლინიკაში მოხდეს. დიაგნოზი არის ფილტვების ანთება, პნევმონია, გულთან დაკავშირებით პრობლემები არ აღინიშნება", - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი მესამე დღეა ჩაფიძის კლინიკაში იმყოფება. მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)