|
2017-02-20 18:32:44, 1255 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ტრეფიკინგის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში ჩაერთო
დღეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისა და ტრეფიკინგზე მოთხოვნის შემცირების საინფორმაციო კამპანიის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჩაერთო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფომაციით, რეგიონის პირველმა პირმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამართულ სპეციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სარაჯიშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიესალმა. „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. ყოვლად დაუშვებელია ადმიანებით ვაჭრობა. დღეს ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომელშიც მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ჩვენი მოსახლეობა და ამაღლდეს ცნობიერება. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი თითოეულმა მოქალაქემ იმისათვის, რომ აღვკვეთოთ მსგავსი დანაშაული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, სახელმწიფო სამსახურებს, არასამთავრობოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველას, ვინც ჩართულია ამ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, პროგრამებით და ბრძოლით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინიმალური იყოს ტრეგფიკინგის შემხვევები ჩვენს რეგიონში, გამოსწორდეს მდგომარეობა ამ მხრივს. 21-ე საუკუნეა და ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო გარემო. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და რეალურად ვითვლებით ერთერთ ყველაზე უსაფრთხო რეგიონად მსოფლიოში და ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა შესანარჩუნებელია" - განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა. აღნიშნული ღონისძიება არის პროექტის „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირება" ნაწილი. პროექტი ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) მიერ და ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)