|
2015-04-01 14:19:10, 410 ნახვა
პოლიტიკა
პირველ კვარტალში თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 190 მილიონ ლარს შეადგენს
2015 წლის პირველ კვარტალში თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები წინასწარი მონაცემებით 190 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური მაჩვენებლები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე შეაჯამა. დავით ნარმანიას თქმით, 2015 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 1,5-ჯერ აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მისივე თქმით, 2014 წლის წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტით გაწეული ხარჯი 131 მილიონი ლარი იყო, 2013 წელს - 105 მილიონი ლარი, 2012 წელს - 81 მილიონი ლარი. „დედაქალაქის ბიუჯეტიდან ათვისების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს, რაც ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა იმ რაიონულ გამგეობებს და სამსახურებს, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა, მისი თქმით, მეორე კვარტლის მაჩვენებელმა ასევე გადააჭარბოს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)