22:55 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 15:24:25, 1919 ნახვა

სამართალი
ხუციშვილი დემურ სტურუას საქმეზე: მაქსიმალურად დისტანცირებული ვართ, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე ჩარევის ფაქტი არ იყოს

 „სტურუას საქმე მთლიანად პროკურატურის განკარგულებაშია და მათ შორის ის საქმეც, რაც დედამისის ზეწოლას ეხებოდა“, - ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის კითხვას - „რა მიმართულებით არის წასული გამოძიება დემურ სტურუასთან დაკავშირებით“.

„დემურ სტურუას საქმე მთლიანად არის პროკურატურის განკარგულებაში  და მათ შორის ის საქმეც რაც დედამისზე ზეწოლას ეხებოდა. ჩვენ მაქსიმალურად  ვართ დისტანცირებული, რომ რაიმე მიკერძოების ან ჩვენი მხრიდან რაიმე ჩარევის ფაქტი არ იყოს.  ის პირი, ვის მიმართაც არის ბრალდება ამჟამად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, შესაბამისად ყველა სტანდარტი რაც კრიმინალურ ქეისებზე არსებობს ხოლმე, მძიმე დანაშაულზე ეს სტანდარტები დაცულია. მეტს ჩვენი მხრიდან ვერაფერს ვერ მოგახსენებთ ამ საკითხზე“,-განმარტა შს მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან გარდაცვალებამდე წერილი დაწერა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა. სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა. აღკვეთის ღონისძიების სახით მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე  სამართალდამცავებს  ჩაბარდა.

გოდერძი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics