|
2017-02-20 10:13:39, 1341 ნახვა
საზოგადოება
მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქალაქის პირობებში, რეალურ მოძრაობაში მოუწევთ
პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და თანმდევი კანონპროექტების განხილვას აგრძელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღესაა ჩანიშნული. ქვეყანაში საგზაო მოძრაობის კონტროლი მკაცრდება. შემოდის ფარული პატრულირების წესი, რა დროსაც კანონდარღვევებს სპეციალური ნიშნების გარეშე მოძრავი მანქანებიდან კამერებით დააფიქსირებენ. ამასთან, მძღოლის მიერ დაგროვილ ჯარიმებს 100-ქულიანი სისტემით აღრიცხავენ. ქულების ნულამდე დაყვანის შემთხვევაში, მოქალაქე მართვის უფლებას დაკარგავს. რთულდება მართვის მოწმობის აღებაც. მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში, ქალაქის პირობებში ქუჩაშიც მოუწევთ. როგორც შს სამინისტროს სტრატეგიაშია ნათქვამი, იგეგმება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სისტემის დახვეწა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)