|
2017-02-19 17:15:23, 1429 ნახვა
საზოგადოება
უგულავა: „რუსთავი 2“-ის მოწონება-არ მოწონების საკითხს ივანიშვილი არ უნდა წყვეტდეს
„გადაჭარბებული არ იქნება ითქვას, რომ „რუსთავი 2“ ქართული დემოკრატიის პირმშოა“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციის დასრულების შემ დეგ განაცხადა. უგულავას თქმით, „რუსთავი 2“ ქართველი ხალხის საკუთრებაა. „ჩვენი ამოცანა დღეს არის „რუსთავი 2“-ის დაცვა. იმიტომ რომ მარტო „რუსთავი 2“-ში არ არის საქმე. ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია და მიუხედავად საკუთრებისა ეს არის ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის მონაპოვარი. ქართული დემოკრატიის პირმშო არის „რუსთავი 2“. ეს გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას. მნიშვნელობა არ აქვს ვის მოსწონს ის და ვის არ მოსწონს ის. მოწონება-არ მოწონების საკითხს თვითონ ადამიანი უნდა წყვეტდეს. ამას ივანიშვილი და მთავრობა არ უნდა წყვეტდეს. ჩვენ სახელმწიფომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა აი ამ არჩევანის. ტესტი არის მარტივი. თუ არ კონტროლდება ხელისუფლებიდან ის არის დამოუკიდებელი. მეტი სხვა ტესტი არ არსებობს. ასე რომ ეს მარტო „რუსთავი 2“-ის თემა არ არის. ეს არის გლობალურად მძიმე პროცესი, რომელსაც დარწმუნებული ვარ საზოგადოებრივი ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ „რუსთავი 2-ს“ შევინარჩუნებთ. შევინარჩუნებთ წინსვლის და განვითარების პერსპექტივისთვის“,-განაცხადა უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)