|
2017-02-19 15:48:39, 1464 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გაბუნია: „რუსთავი 2“ უკვე ეთერშია და ეს ასეც გაგრძელდება
”სანამ გამოვიდოდი, ვფიქრობდი, რამე ისეთი არ მეთქვა, რომ მიტინგი დამეშალა. ჩვენი ადგილი აქ არ არის, ჩვენი ადგილი სტუდიებშია, კამერებთან, იქ, სადაც თქვენი ხმა უნდა მივაწვდინოთ საქართველოს“,-ასე მიმართა გადაცემა „არჩევანის“ და „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თბილისის პარლამენტის შენობასთან შეკრებილ „რუსთავი2“-ის მხარდამჭერებს. მისივე თქმით, "რუსთავი2" ეთერში ბრუნდება: „ აქ წყდება ქვეყნის ბედი. ერთად უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ქვეყნის ბედი წყდება „რუსთავი 2“-ის მოედანზე. ამ ომიდან ხელისუფლება დამარცხებული გამოვა. „რუსთავი 2“ უკვე ეთერშია და ეს ასეც გაგრძელდება. დავბრუნდით თქვენთან ერთად. ყველა ერთად გამოვჩნდით თქვენთვის. უმძიმესი ზეწოლის ქვეშ გვიწევს მუშაობა, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ დაიწყ, მაგრამ ხარისხი არ დაგვიგდია. კიდევ უფრო მეტი მონდომებით ვმუშაობთ. პოსკრიპტუმი ისევ გავა ეთერში. ვერავინ შეამჩნევს, რომ გადაცემის ავტორები ნახევარი დღე ქუჩაში იდგნენ. რამდენიც არ უნდა დაგვემუქრონ, მაინც პირველები ვიქნებით. ჩვენ ასეთები ვართ, ჩვენ „რუსთავი 2“ ვართ”,- განაცხადა გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)