|
2017-02-19 14:33:09, 1192 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავი2“-ის მხარდამჭერები ვარდების მოედნიდან შპარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან
ვარდების მოედანზე „რუსთავი2“-ის მხარამჭერები შეიკრიბნენ. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტელევიზიის მხარდასაჭერად რაიონებიდან ჩამოსულები არიან პარტიის აქტივისტები. მისივე თქმით, დღეს საზოგადოება იცავს არა მხოლოდ „რუსთავი2“-ს, არამედ ნებისმიერ ტელევიზიას, გაზეთს, თუ სააგენტოს. „თუკი „რუსთავი2“ დამარცხდება, მთელს ქვეყანაში გაჩნდება განცდა, რომ „რუსთავი2“-ს როგორც მოერია ხელისუფლება, ისე მოერევა შედარებით სუსტებს. ვიცავთ დეოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას, ჩვენ არავის დავანებებთ, ქვეყანაში ფეხვქეშ გათელოს ჩვენი უფლებები. ფაქტობრივად, დარჩა ბოლო ბასტიონი. პირველი არხიც კი ვერ აიტანეს, ხელისუფლებას დამორჩილებული მაუწყებელიც კი. ჯერ კიდევ შეიძლება მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ , პარტიის აქტივი ჩამოსულია რაიონიდანაც. თითოეული საქართველოს კუთხე, „ ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წევრი, საკუთარი სურვილით, რწმენით დგას აქ ჩვენს გვერდით“,-განაცხადა რომან გოცირიძემ. ამწუთებში ვარდების მოედანზე შეიკრებილები პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობით გადაადგილდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)