|
2017-02-18 13:01:23, 1143 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის I ცენტრი გაიხსნა
საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა. ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე სამედიცინო ცენტრის გახსნას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო. ცენტრი ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტისა და ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთობლივი პროექტია. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ სამედიცინო ცენტრში ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მქონე პირების დიაგნოსტირება, მკურნალობა და მონიტორინგი განხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები შემდგომი გამოკვლევისა და მკურნალობისთვის ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტში გაიგზავნებიან. პრეზენტაციაზე ჯანდაცვის სისტემისთვის ეპილეფსიისა და ძილის მედიცინის ცენტრის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გახსნასთან დაკავშირებით, ძილის დარღვევების შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი. დასკვნით ნაწილში, კლინიკური შემთხვევები განიხილეს და თემის გარშემო დისკუსია გაიმართა. ცენტრის გახსნას ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ნიკოლოზ მენთეშაშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით ფერაძე, ეპილეფსიისა და ძილის ცენტრის ხელმძღვანელი ნათელა ოკუჯავა და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელი ჟან ვილემ ბარძილაი ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)