|
2017-02-17 23:38:47, 1262 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ის ახლა კარდიოლოგიურ კლინიკაში იმყოფება, თუმცა მისი ადვოკატის თქმით, მას საავადმყოფოში არ უშვებენ და არც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. "აქ ვართ, წასვლას არ ვაპირებთ არცერთი ადვოკატი. სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები შეუშვეს, თუმცა ჩვენ არ გვიშვებენ და გვეუბნებიან, რომ ხვალამდე დავიცადოთ, არ ვიცით რა ხდება,"-აცხადებს გიორგი ფანცულაია. ფანცულაიას თქმით, ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ადვოკატმა დეკანოზი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგის მაღალი არტერიული წნევა და ტემპერატურა აწუხებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)