|
2015-04-01 12:59:31, 471 ნახვა
საზოგადოება
IRI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 55 % ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღეს უფრო ნაკლებად ოპტიმიზტურად არის განწყობილი, ვიდრე ერთი წლის წინ. მოსახლეობის 55 % ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 25 % კი პასუხობს, რომ საქართველო სწორ მიმართულებას ადგას. ამის გამომწვევი მიზეზები ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობაა. ამასთან, გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობას სურვილი აქვს გააღრმავოს კავშირები დასავლეთთან. საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპისა და დასავლეთისკენ მიისწრაფვის. ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 % მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის მსგავსად, მოსახლეობის 78 % მხარს უჭერს საქართველოს ნატოში შესვლას. ეს მხარდაჭერის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ყველა დემოგრაფიულ სექტორს მოიცავს. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა წუხილს გამოთქვამს ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)