02:11 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 15:36:21, 1154 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის მეორე ეტაპი დაიწყო

საჯარო რეესტრმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის მეორე ეტაპი დაიწყო

 უძრავი ქონებისა და ბიზნესსუბიექტების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის გლობალური სისტემით იქნება დაცული. 

საჯარო რეესტრი   ბლოკჩეინში ოფიციალური ციფრული ხელმოწერით  დამოწმებულ მონაცემებს გადააგზავნის, რითიც განხორციელებული ტრანზაქციის ნამდვილობას და უტყუარობას დაადასტურებს. 

ამონაწერის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებული  პირისთვის იქნება შესაძლებელი.  

ბლოკჩეინი   მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა.

ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით,  იგი დაცულია როგორც კიბერ შეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები  არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმე  მონაცემში საეჭვო მანიპულაციის  ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც  ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას  უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციისას  გამოიყენებს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics