|
2017-02-17 15:20:24, 974 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი MIT-ში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტს შეხვდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ტექნოპარკში ელენე მაჩაიძეს შეხვდა, რომელიც პირველი ქართველი გოგონაა, ვინც აშშ-ს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სრული გრანტი მოიპოვა. როგორც "ექსპრესნიუსს" ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ავთანდილ კასრაძემ ელენე მაჩაიძეს აღნიშნული წარმატება მიულოცა და რჩევები ინოვაციების სფეროში თანამედროვე ტენდენციების განხრით მისცა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მუდმივ კოორდინაციაშია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (MIT). სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს მათთან და იზიარებს უნივერსიტეტის უდიდეს გამოცდილებას ტექნოლოგიების მიმართულებით. ტექნოპარკს არაერთხელ ესტუმრნენ სხვადასხვა მიმართულების პროფესორები და სპეციალისტები . აღნიშნული კავშირები საშუალებას იძლევა MIT-ის ქართველ სტუდენტებს დახმარება გაუწიოს. სააგენტო სხვადასხვა ინსტრუმენტებით ხელს შეუწყობს ნებისმიერ წარმატებულ ახალგაზრდას, რომელიც მასაჩუსეტსის სტუდენტთა სიებში ჩაირიცხება. ცნობისთვის, ელენე მაჩაიძემ კომაროვის სკოლა 2 წლის წინ დაამთავრა, რის შემდეგაც მთელი დრო გამოცდებისათვის მომზადებას დაუთმო. ელენეს განათლება 60 000 დოლარამდე ჯდება და მთლიან ხარჯს ამერიკული უნივერსიტეტი ფარავს. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ქართველი მოსწავლე მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ირიცხება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კი მაქსიმალურად შეუწყობს მათ ხელს თავიანთი მიზნების მიღწევასა და MIT-ში წარმატებულ მოღვაწეობაში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ინსტიტუტი ცნობილია სხვა სფეროებითაც, მათ შორის, მენეჯმენტის, ეკონომიკის, ლინგვისტიკის, ფილოსოფიის მიმართულებით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)