|
2017-02-17 14:53:01, 1142 ნახვა
საზოგადოება
ესთეტიკური ცენტრი „Solo per te“ - სრულყოფილი სილამაზისთვის
გვესაუბრება ესთეტიკური ცენტრის Solo Per Te ლაზეროთერაპევტი ნინო ჯოლია როგორია დიოდური ლაზეროთერაპია ჭარბთმიანობის სამკურნალოდ? - ეპილაცია დიოდის ლაზერით დღეისათვის არასასურველი თმის სამუდამოდ მოცილების ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდად არის მიჩნეული. დიოდური ლაზერის უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებით არის ის, რომ მისი გამოყენება უსაფრთხოა როგორც ღია, ასევე მუქი ფერის კანსა და თმის სტრუქტურაზე, რაც მეტად გავრცელებულია საქართველოში. რა აპარატით კეთდება პროცედურა თქვენს კლინიკაში? -ჩვენს ცენტრში პროცედურები ტარდება მსოფლიოში აღიარებული ოქროს სტანდარტად წოდებული ულტრათანამედროვე გერმანული კომპანია „ASCLEPION“-ის მე–6 თაობის „Mediostar Next Pro“ აპარატით. რა უპირატესობა აქვს თქვენთან ჩატარებულ პროცედურას? -Mediostar Next Pro წინა მოდელებთან შედარებით ხასიათდება გაუმჯობესებული მონაცემებით. შედარებით მაღალი ენერგია და გრძელი ტალღის სიგრძე საშუალებას იძლევა სელექტიურად უფრო ეფექტურად მოხდეს მოქმედება დერმაში განლაგებულ ყველაზე ღრმა ბიოსამიზნეზე, ამასთანავე კანის სხვა სტრუქტურები ხელშეუხებელი რჩება. აპარატის უპირატესობები: . პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა ნებისმიერ ზონაზე რამდენი პროცედურაა საჭირო თმის სრულად მოცილებისთვის? -პროცედურის ეფექტრურობა დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე. რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა პროცედურამდე და მის შემდეგ? – არის გარკვეული ჩამონათვალი რჩევებისა, რომელიც აუცილებელია გაითვალისწინოს პაციენტმა პროცედურის ჩატარებამდე: 1. ეპილაციის ზონა სრულიად თავისუფალი უნდა იყოს თმისაგან. 2. პროცედურის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი სოლარიუმის ვიზიტიდან 2–3 დღის ინტერვალში. 3. პროცედურა არ ტარდება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. რამდენად მოგმართავენ ჭარბთმიანობის სამკურნალოდ მამაკაცები? გაქვთ თუ არა მათთვის რამე განსაკუთრებული სპეციფიკა? -საქართველოში მამაკაცების მხრივ ლაზერულ ეპილაციაზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. უმეტესად სპორტსმენები მიმართავენ ესთეტიკურ კაბინეტებს.ზონებს შორის მამაკაცებში, ერთ–ერთი მოთხოვნადი ღაწვების ზონააა. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, უთქვამთ, მაგრამ ASCLEPION-ის ბოლო თაობის აპარატით ჩატარებული პროცედურები სრულიად უმტკივნეულოა, რაც მამაკაცების მომართვიანობის ერთ–ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. საგაზაფხულოდ ხომ არ გაქვთ რამე შეთავაზება თქვენი მომხმარებლებისთვის?
ესთეტიკური ცენტრი „Solo per te“ მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 62 (შესასვლელი ბერძენიშვილის ქუჩის მხრიდან) (032) 2 43 49 94 / (995) 591 41 77 77 https://www.facebook.com/SoloPertTeGe/ (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)